ლიტვის სამხედრო საჰაერო ძალების სარდალი იონას მარცინკუსი ამ პოსტიდან გაათავისუფლეს,
რაც უკავშირდება გამოძიებას რუსული სამხედრო თვითმფრინავის ავარიის შესახებ. "სუხოი 27" ტიპის თვითმფრინავი 15 სექტემბერს ჩამოვარდა სანქტ პეტერბურგიდან კალინინგრადისაკენ ფრენისას. პილოტს, რომელიც საავარიო მექანიზმის წყალობით მშვიდობიანად დაეშვა ლიტვის ტერიტორიაზე, ლიტვის საჰაერო სივრცის დარღვევის ბრალდება წაუყენეს. ლიტვის თავდაცვის მინისტრი გედიმინას კირკილასი აცხადებს, რომ ვერ გაამხელს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის მოხსნის კონკრეტულ მიზეზს.