Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მმართველ ლიკუდის პარტიაში დღეს


ისრაელის მმართველ ლიკუდის პარტიაში დღეს საღამოს გაიმართა კენჭისყრა, რომელმაც უნდა გაარკვიოს,

ისრაელის მმართველ ლიკუდის პარტიაში დღეს საღამოს გაიმართა კენჭისყრა, რომელმაც უნდა გაარკვიოს,
ემხრობიან, თუ არა პარტიის ხელმძღვანელობის არჩევნების ვადამდე, ანუ ნოემბერში გამართვას, თუ გეგმისამებრ აპრილში მოწყობას. ლაპარაკია, ფაქტობრივად, პარტიის ლიდერის, პრემიერ-მინისტრ არიელ შარონისადმი ნდობის საკითხზე. მის პარტიაში მწვავე განხეთქილება გამოიწვია ღაზიდან შარონის მიერ ებრაელი მოსახლეების გაყვანამ, რაც 12 სექტემბერს დასრულდა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ისრაელის ტელევიზიამ გაავრცელა ცნობა, რომ პარტიის ხელმძღვანელობის 51 პროცენტი მიემხრო შარონის პოზიციაზე კენჭისყრის, გეგმისამებრ, მომავალ წელს გამართვას. თუმცა, კენჭისყრის საბოლოო შედეგი ჯერ არ არის ცნობილი.
XS
SM
MD
LG