Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბების პრეს-მდივანმა, პაკისტანში დაკავებულმა აბდულ


თალიბების პრეს-მდივანმა, პაკისტანში დაკავებულმა აბდულ ჰაკიმ ლატიფიმ დღეს პაკისტანელ გამომძიებლებს უთხრა,

თალიბების პრეს-მდივანმა, პაკისტანში დაკავებულმა აბდულ ჰაკიმ ლატიფიმ დღეს პაკისტანელ გამომძიებლებს უთხრა,
რომ თალიბანის ძებნილი ლიდერი, მოლა ომარი ავღანეთში იმალება. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ იუწყება პაკისტანის დაზვერვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, რომელმაც არ მოისურვა თავისი ვინაობის საჯაროდ გამხელა. თალიბანის პრეს-მდივანი ჰაკიმი სამშაბათს შეიპყრეს პაკისტანში, ბალუჩისტანის პროვინციაში. მის შეპყრობას დიდი წარმატება უწოდა ინფორმაციის მინისტრმა შეიხ რაშიდმა: [შეიხ რაშიდის ხმა] “ვფიქრობთ, მისი დაპატირება მოგვცემს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რადგან მას საქმე ჰქონდა მასმედიასთან, ის იყო თალბების პრეს-მდივანი და ჰქონდა ახლო კავშირი თალიბების ლიდერებთან. ეს არის ჩვენი უშიშროების უწყებების და შეიარაღებული ძალების დიდი წარმატება”.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG