Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სოფელ ერედვის


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სოფელ ერედვის მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სოფელ ერედვის მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს
ადგილობრივი პოლიციის უფროსის, ზურაბ ბოცვაძის მოხსნისა და სოფელში ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმების გამო. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, მოსახლება მეორე დღეა, საპროტესტო აქციას მართავს. საპროტესტო აქცია დაიწყო სამშაბათს თბილისში, საავადმყოფოსთან, სადაც 2 ოქტომბერს ოსების მიერ დაჭრილი ერედვის მკვიდრი, ჯონდო ბერუაშვილია მოთავსებული. ბერუაშვილის ნათესავები და სოფელ ერედვის მოსახლეობა აპროტესტებენ პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იმ ქართველი პოლიციელების წინააღმდეგ, რომელთაც ბრალი ედებათ ორი ერედველის, მათ შორის ბერუაშვილის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირების ცემაში.
XS
SM
MD
LG