ავღანეთში გამოცხადდა ახლახან ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები.
როგორც ერთობლივი ავღანურ-საერთაშორისო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, ალიმ სიდიყმა განაცხადა, გამოქვეყნდა წინასწარი შედეგები სამხრეთის ორი პროვინციიდან. ყველა წინასწარი მონაცემი მიმდინარე კვირის მანძილზე გახდება ცნობილი. ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, დარღვევების გამო დათვლის პროცესიდან ამოღებულია ბიულეტენები თითქმის სამასი საარჩევნო უბნიდან. კიდევ შვიდას უბანზე დათვლა შეჩერებულია. ოფიციალური შედეგები ოქტომბრის ბოლომდე შეიძლება გახდეს ცნობილი.