Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქში


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტს არეულობად არ აფასებს და აცხადებს,

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტს არეულობად არ აფასებს და აცხადებს,
რომ პოლიცია ყოველთვის ,,მოწოდების სიმაღლეზეა”. ახალქალაქის მერიასთან ოთხშაბათს მოსახლეობა ქალაქში არსებული მაღაზიების ინვენტარიზაციას აპროტესტებდა. არეულობა და პანიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების განყოფილების წარმომადგენლის მიერ ჰაერში განხორციელებულ სროლას მოჰყვა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სახელმწიფო ამყარებს კონტროლს იმ რაიონებში, სადაც ადრე სრული განუკითხაობა იყო, ეს პროცესი კი გარკვეულ ეტაპზე არეულობის მცდელობას იწვევს. მისი თქმით, საზოგადოებრივ წესრიგს ყოველთვის სჭირდება დაცვა, და სერიოზულ პრობლემებს არ მოელის. ,,აქ მოდუნება და უკან დახევა არ მოხდება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG