სამხედრო აკადემიიდან დაითხოვა 200-მდე მსმენელი, რომლებსაც ოთხწლიანი სწავლის შემდეგ ოფიცრის წოდება უნდა მიეღოთ. ეს იმდენად მოულოდნელი და შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა კურსანტებისა და მათი მშობლებისათვის, რომ მათ რამდენჯერმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივლეს. სამხედრო უწყების ხელმძღვანელობა კი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, ხოლო მსმენელების დათხოვნას არმიის ნატოს სტანდარტებზე გადასვლით ამართლებს. ყოველკვირეულ პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” მინდა კიდევ ერთხელ გესაუბროთ ხელისუფლების მიერ ბედის ანაბარად მიტოვებულ მომავალ ოფიცრებზე.
სექტემბრის თვემ საქართველოს პრეზიდენტის პატრიოტული განცხადებების ფონზე ჩაიარა. სანამ მოწაფეებს სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავდა, მიხეილ სააკაშვილმა “ახალგაზრდულ- პატრიოტული” ბანაკი მოინახულა და ბევრი ილაპარაკა სამშობლოს დაცვის აუცილებლობაზე. პრეზიდენტის ერთი ფრაზა კი განსაკუთრებით მიმზიდველად ჟღერდა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “მე და ირაკლი ოქრუაშვილი დავდივართ ხშირად სოფლებში, ბირჟაზე ვხედავთ ასობით, ათასობით ახალგაზრდას. ირაკლი იძახის, 6 ათასი მაღალანაზღაურებადი ადგილი მაქვს ჯარში, რატომ არ მოდის ეს ხალხი ჯარშიო? ბირჟაზე დგომა სჯობია ფორმის ჩაცმას და თავის ქვეყნის სამსახურს? აი, ამ დონემდე მიგვიყვანეს ჩვენ.”
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ ვინ გაწირა ბირჟაზე დგომისათვის ის ახალგაზრდები, ვისზეც საქართველოს პრეზიდენტი წარსულ დროში ლაპარაკობდა. მაგრამ ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ ბირჟაზე, ანუ ქუჩაში, აღმოჩნდა გაყრილი სამხედრო აკადემიის 300-მდე მსმენელი. სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა კურსანტებმა, რომლებმაც თავის დროზე ოფიცრის კარიერა აირჩიეს, 16 სექტემბერს თავჩაქინდრულებმა და გაოგნებულებმა დატოვეს მშობლიური აკადემიის შენობა. მათ შორის იყო ჭიათურელი თემურ ნოზაძე. სამხედრო-საავიაციო ფაკულტეტის მეორე კურსის მსმენელმა, თანამებრძოლებთან ერთად, იმ დღეს შეიტყო, რომ ისინი ვეღარ გააგრძელებენ სწავლას უმაღლეს სამხედრო სკოლაში.
[კურსანტის ხმა] “ განწყობა, რა თქმა უნდა, ცუდი იყო, იმიტომ რომ აქ ოფიცრობის გულისთვის ჩავაბარე. აბა, აქ თუ ჩავაბარე, სხვა უმაღლეს სასწავლებელშიც ჩავაბარებდი - გინდ უნივერსიტეტში, გინდ “გეპეიში.”.. ეს მინისტრიო, გენშტაბის უფროსიო და მაგათი ბრძანებააო, რა ვიცი. ნატოს სტანდარტებზე რომ გადავიდეთ, ეს არის საჭირო ყველაფრისთვისო. შოკშია ხალხი ჯერ. რა უნდა ქნან, არ იციან. მე რა უნდა ვქნა, ისიც არ ვიცი.”(სტილი დაცულია)
სამხედრო-საავიაციო ფაკულტეტის ბედი გაიზიარეს სახმელეთო ფაკულტეტის მე-2 და მე-3 კურსის მსმენელებმაც. აკადემიიდან დათხოვნის ნაცვლად, თავდაცვის სამინისტრო მათ სთავაზობს გაიარონ სპეციალური 3 თვიანი კურსები კრწანისის პოლიგონზე ან აირჩიონ სამოქალაქო სასწავლებლები, სადაც მოხვედრის გარანტიას მათ უკვე არავინ აძლევს. სამხედრო უწყების ასეთმა გადაწყვეტილებამ უკიდურესად აღაშფოთა კურსანტთა მშობლები. 16 სექტემბრიდან ისინი ხან კანცელარიის და ხანაც პარლამენტის წინ ხმამაღლა აპროტესტებენ თავიანთი შვილების სასწავლებლიდან დათხოვნის ფაქტს. გადამდგარი მაიორი, სამხედრო კონფლიქტებში დაინვალიდებული კობა ობოლაშვილი კი, ვინც სამხედრო საქმის სიყვარული შვილსაც ჩაუნერგა, ჩვენთან საუბარში ცრემლებს ვერ იმაგრებდა:
[კობა ობოლაშვილის ხმა] “აბსოლუტურად ყველა ომში დაჭრილი ვარ. ახლაც, ამ ბოლო კონფლიქტში ცხინვალში, რომელსაც ომს არ ეძახიან, ამაშიც კი კონტუზია მივიღე და თავდაცვის სამინისტრო მათავისუფლებს კატეგორიით. და ჩემი შვილი მოვიყვანე და ჩავაბარე, რომ ჩემს მაგივრად დარჩეს კაცი, ვინც ამ ქვეყანას დაიცავდა და ვაჟკაცურად იომებდა ჩემს მაგივრად. და ესენი გარეთ მიგდებენ შვილს? მე ამათი რაღა უნდა მჯეროდეს? ამათმა იცოდნენ, რომ ერთი მტერი ჩემი სახით კიდევ შეიძინეს.”(სტილი დაცულია)
კურსანტებს და მათ მშობლებს გამოესარჩლა სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალი და თავისუფლება,” რომელიც ასევე უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს ყველა ჯარიკაცს და მათ მშობელს. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა სამხედრო უწყების გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა და ასეთი კომენტარი გააკეთა:
[ირაკლი სესიაშვილის ხმა] “თავდაცვის სამინისტროს სჭირდება შენობები, სადაც დღესდღეობით ეს კურსანტები არიან განთავსებულნი და იღებენ ყოვლად მარტივ გადაწყვეტილებას, ყოველგვარი თავის ტკივილის გარეშე აუქმებენ ამ ორ კურსს, რის შემდეგაც გამოუთავისუფლდებათ შენობები და იქ განთავსდებიან ის განყოფილებები და დეპარტამენტები, რომლებიც შედიან თავდაცვის სამინისტროში.”(სტილი დაცულია)
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აკადემიიდან კურსანტების დათხოვნის ოფიციალური მიზეზის თაობაზე კომენტარი ჟურნალისტებთან არ გაუკეთებია. ასე მოიქცა ირაკლი ოქრუაშვილი 6 თვის წინ, როდესაც კადეტთა კორპუსს “ნუცას სკოლა” უწოდა და 200-მდე ბავშვი ქუჩაში გაყარა. მაგრამ ამჯერად აკადემიის მსმენელების საქმე, შესაძლოა, თავდაცვის მინისტრს ყელში გაეჩხიროს. ყოველ შემთხვევაში, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რადიო “თავისუფლებისათვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, იგი კურსანტების დაჩაგვრას არ მოითმენს:
[ნინო ბურჯანაძის ხმა] “მე მქონდა სატელეფონო საუბარი თავდაცვის მინისტრთან. მაინტერესებდა, რას აპირებს ირაკლი ოქრუაშვილი სამხედრო აკადემიის კურსანტებთან დაკავშირებით. გვექნება შეხვედრა თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის წევრებთან და შემდეგში აუცილებლად ჩავაყენებთ კურსანტებსა და მათ მშობლებს საქმის კურსში, თუ როგორ არ ვაპირებთ მათ დაჩაგვრას.”
აკადემიიდან დათხოვნის ნაცვლად, თავდაცვის სამინისტრო მსმენელებს სთავაზობს უკონკურსოდ ჩაირიცხონ ქართულ-ამერიკულ ექვსთვიან პროგრამაში და შემდეგ - ოფიცრების ერთწლიან კურსებზე.. დაპირება, ერთი შეხედვით, მიმზიდველად ჟღერს, ოღონდ შესაბამისი გარანტიებიც რომ არსებობდეს. იმ ფონზე, როდესაც სამთავრობო კულუარებში აქტიურად საუბრობენ ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობიდან გადაყენებაზე, ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ რა იქნება 6 თვის შემდეგ სამხედრო უწყებაში.