Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საოლქო სასამართლომ სასამართლო დარბაზიდან


თბილისის საოლქო სასამართლომ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა მკვლელობის მცდელობაში

თბილისის საოლქო სასამართლომ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა მკვლელობის მცდელობაში
ეჭვმიტანილი ეთერ ჭუმბურიძე - პარლამანტარ გოჩა ჩახვაძის ყოფილი მეუღლე. სამთვიანი წინასწარი პატიმრობა სასამართლომ ჭუმბურიძეს ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით შეუცვალა. ჭუმბურიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს მისმა ყოფილმა მეუღლემ მიმართა. როგორც ჩახვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის, გამოძიებასთან ითანამშრომლებს, რათა სიმართლე საბოლოოდ გაირკვეს. გამოძიებასთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს თავად ეჭვმიტანილიც, რომელიც თავს უდანაშაულოდ ცნობს. წინასწარი გამოძიების თანახმად, 1 ოქტომბერს ეთერ ჭუმბურიძემ ყოფილ მეუღლეს, ხარაგაულის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, 45 წლის გიორგი ჩახვაძეს ოთხჯერ ესროლა ცეცხლსასროლი იარაღით. ჩახვაძე არ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG