Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააგენტო პრაიმ-ნიუსი იტყობინება, რომ საქართველოს


სააგენტო პრაიმ-ნიუსი იტყობინება, რომ საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ქვეყანა ე.წ. "ზამთრის დროზე" აღარ გადავა.

სააგენტო პრაიმ-ნიუსი იტყობინება, რომ საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ქვეყანა ე.წ. "ზამთრის დროზე" აღარ გადავა.
ეს გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო. სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამით გაუქმდა პრეზიდენტ შევარდნაძის დროს მიღებული დადგენილება, რომელიც ოქტომბრის თვის ბოლო კვირა დღეს საათების ერთი საათით უკან გადაწევას და ე.წ. "ზამთრის დროზე" გადასვლას გულისხმობდა. თურნავას განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ელექტროენერგიის დაზოგვას.
XS
SM
MD
LG