Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის


ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე იან ეგელანდი აცხადებს, რომ ასობით მილიონი

ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე იან ეგელანდი აცხადებს, რომ ასობით მილიონი
დოლარი და დაახლოებით ათი წელი დასჭირდება პაკისტანისა და ქაშმირის იმ რაიონების აღდგენას, რომლებიც ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია გასულ კვირაში. ისლამაბადში გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა: [ეგელანდის ხმა] "უბრალოდ ხალხის გადარჩენისა და მათი სიცოცხლის დაცვისკენ მიმართული ჰუმანიტარული ძალისხმევა უთუოდ ასობით მილიონი დოლარი დაჯდება. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, დანგრეული რეგიონების აღდგენა მილიარდობით დოლარი დაჯდება. არ ვიცი, რამდენი. ამის შეფასებას ახლა ვაწარმოებთ." მან მეტი ფიანანსური დახმარების თხოვნით მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას და თქვა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ 50 მილიონი დოლარის დაპირებაა მიღებული ნაცვლად 272 მილიონისა, რაც გაერომ ითხოვა დახმარების სახით. მისივე თქმით, სამძებრო და სამაშველო სამუშაოები დასრულდა და ახლა გადარჩენილთა დახმარებაა ყურადღების ცენტრში.
XS
SM
MD
LG