Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი


აზერბაიჯანში პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბრუნდება – მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მის დაპატიმრებას ქვეყანაში დაბრუნებისთანავე აპირებს.

აზერბაიჯანში პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბრუნდება – მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მის დაპატიმრებას ქვეყანაში დაბრუნებისთანავე აპირებს.

აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, რასულ ყულიევი, ათი წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ცხოვრების შემდეგ, ბაქოში ორშაბათს უნდა დაბრუნდეს. ყულიევი წარსულში პარლამენტის თავმჯომარე იყო. მას აზერბაიჯანის ოფიციალური სტრუქტურები გაფლანგვაში სდებენ ბრალს. თავად ყულიევი ყველა ბრალდებას უარყოფს. დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა, სარდარ ჩალალოღლუმ, დღეს აზერბაიჯანის ახალი ამბების დამოუკიდებელ სააგენტოს უთხრა, რომ მთავრობის მუქარის მიუხედავად, პარტიის წევრები თავიანთ ლიდერს ბაქოს აეროპორტში დახვდებიან.
ჩალალოღლუს თქმით, ყულიევი ჟურნალისტებთან და ადვოკატებთან ერთად იქნება – რაც, მისი თქმით, ხელისუფლებას "მის გაშვებას აიძულებს". ყულიევი 6 ნოემბერს დანიშნული არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატია.
XS
SM
MD
LG