Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერაყელებს


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერაყელებს მიულოცა მონაწილეობა კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერაყელებს მიულოცა მონაწილეობა კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმში.
რეფერენდუმი შაბათს მოეწყო. ბუშმა დღეს ვაშინგტონში აღნიშნა, რომ რეფერენდუმში, როგორც ჩანს, მეტი ამომრჩეველი მონაწილეობდა, ვიდრე იანვრის საპარლამენტო არჩევნებში. ოფიციალური პირების შეფასებით, რეფერენდუმზე ერაყელი ამომრჩევლების 61 პროცენტი მივიდა. ის, რომ კონსტიტუცია უარყვეს, წინასწარი შედეგების საფუძველზე, ძნელი წარმოსადგენია. ასევე ერაყის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები იუწყებიან, რომ რეფერენდუმის დღეს რამადიში, გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა 6 ამერიკელი ჯარისკაცი. სამხრეთ ერაყში კი გარდაცვლილი იპოვეს ბრიტანული სამხედრო პოლიციის მაღალი რანგის გამომძიებელი - კაპიტანი კენ მასტერსი. როგორც იუწყებიან, მის სიკვდილს რაიმე საეჭვო გარემოებები არ უკავშირდება. გამოძიება გრძელდება.
XS
SM
MD
LG