Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი და რუმინეთი აცხადებენ, რომ


თურქეთი და რუმინეთი აცხადებენ, რომ ახერხებენ თავიანთ ტერიტორიებზე ფრინველის გრიპის გავრცელებისთვის ხელის შეშლას.

თურქეთი და რუმინეთი აცხადებენ, რომ ახერხებენ თავიანთ ტერიტორიებზე ფრინველის გრიპის გავრცელებისთვის ხელის შეშლას.
თურქეთში გაწყვიტეს მთელი შინაური ფრინველი დასავლეთში მდებარე იმ სოფლის გარშემო, რომელშიც ფრინველის გრიპის სახიფათო ვირუსი H5N1 აღმოაჩინეს. სოფელი კი უკვე დეზინფიცირებულია. მაგრამ შიშობენ, რომ გადამფრენი ფრინველები მაინც ქმნიან ვირუსის გავრცელების საფრთხეს - საფრთხეს, რომელიც სხვა რეგიონებსაც ეხება. რუმინეთში პასუხისმგებელი პირები აღნიშნავენ, რომ ვირუსი გავრცელდა მხოლოდ ორ სოფელზე. იქაც გაწყვიტეს შინაური ფრინველი. რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ მოლაპარაკება გამართა მოლდავეთის წარმომადგენლებთან ეპიდემიის თავიდან აცილების გზებზე და აპირებს ამავე საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკებას. ახლო აღმოსავლეთში სირია და საუდის არაბეთი მიეკუთვნებიან ქვეყნებს, რომლებიც შეუდგნენ ზომების მიღებას ფრინველის გრიპის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG