აზერბაიჯანის ოპოზიციური “დემოკრატიული პარტიის” ლიდერი რასულ ყულიევი,
რომელიც ცხრაწლიანი ემიგრაციის შემდეგ ლონდონიდან სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა, დღეს უკრაინის ქალაქ სიმფეროპოლში დააკავეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იური ლუცენკოს ცნობით, ყულიევი - აზერბაიჯანის პარლამენტის ყოფილი სპიკერი - "ინტერპოლის" განაცხადის საფუძველზე დააკავეს.
ამასობაში, აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა ზაქირ გარალოვმა განაცხადა, რომ ბაქოში ჩასვლის შემთხვევაში ყულიევს დაპატიმრება ელის. [ზაქირ გარალოვის ხმა]: "ჩვენი ციხეები ევროპის კავშირის სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი და ჩვენ რასულ ყულიევისთვის საგანგებო ადგილი გვაქვს მომზადებული. მას კარგა ხანია ვეძებთ და ამ საქმეში ინტერპოლიც კი ჩავრიეთ. ასე რომ, როგორც კი ის აზერბაიჯანში ჩამოვა, სასამართლოს გადაწყვეტილებას სისრულეში მოვიყვანთ." რასულ ყულიევს აზერბაიჯანის მთავრობა სახელმწიფო სახსრების მითვისებაში ადანაშაულებს.