Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პოლიციის თანახმად, აზერბაიჯანის ოპოზიციის


უკრაინის პოლიციის თანახმად, აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერი რასულ გულიევი იმდენ ხანს იქნება უკრაინაში დაკავებული, სანამ მის საქმე არ გაირკვევა.

უკრაინის პოლიციის თანახმად, აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერი რასულ გულიევი იმდენ ხანს იქნება უკრაინაში დაკავებული, სანამ მის საქმე არ გაირკვევა.
გულიევი ინტერპოლის სიაშია და უკრაინის პოლიციამ აზერბაიჯანში მიმავალი, გუშინ სიმფეროპოლში დააკავა. გულიევთან ერთად ლონდონიდან ბაქოში მიფრინავდა ბრიტანელი პოლკოვნიკი ბობ სტიუარტი, რომელმაც ჩვენი “რადიოს” აზერბაიჯანულ სამსახურს უთხრა, რომ ბაქოში მივფრინავდით, მაგრამ სატელიტური ტელეფონით მივიღეთ ცნობა, რომ ბაქოში არ ჩაგვიშვებდნენო. მანვე თქვა, რომ სიმფეროპოლში დაჯდომის მიზანი თვითფრინავის გამართვა და ლონდონში გაფრენა იყო, მაგრამ შენობაში რომ შევედით, გულიევი დააკავესო. გულიევი თითქმის ათი წელიწადი ემიგრაციაში ცხვოვრობს, ახლა ის აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. გულიევი პარლამენტის ყოფილი სპიკერია, ამჟამად ის “დემოკრატიულ პარტიას” ხელმძღვანელობს, მას აზერბაიჯანის სამართალდამცავები ფულის დატაცებაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG