Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას დღეს, 13


სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას დღეს, 13 საათზე, "ხუთწუთიანი" აქციის გამართვის

სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას დღეს, 13 საათზე, "ხუთწუთიანი" აქციის გამართვის
შესახებ ათასობით მოქალაქე გამოეხმაურა. ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე, რომელსაც მან "არაპოლიტიკური" უწოდა, ყოფილმა მინისტრმა შეკრებილთ შემდეგი სიტყვებით მიმართა: [სალომე ზურაბიშვილის ხმა] "ხალხი, რომელსაც უნდა დემოკრატია, რომელსაც უნდა ევროპული, ცივილიზებული წყობა, არის აქ, არის ძალიან ბევრი, ძალიან ძლიერი ძალა. ეს ძალა მოვა. არ ვიცი, ისინი რამდენ ხანს იჯდებიან თავიანთ კოშკებში და თავიანთ ციხეებში, მაგრამ ეს ხალხი აქ არის. თქვენი არის მოსამზადებელი ქვეყანა. არ შეგეშინდეთ! არ დაიზაროთ! დაიწყეთ მუშაობა და არჩევნები მოვა. ჩვენ არ გვინდა რევოლუციები კიდევ ერთხელ!" ჟურნალისტებთან საუბრისას, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სამომავლო გეგმებზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
XS
SM
MD
LG