ევროპის კავშირმა ფრინველის ხორცის იმპორტი აკრძალა რუსეთის თითქმის მთელი ტერიტორიიდან.
აი, რა თქვა ამასთან დაკავშირებით ევროკომისიის პრესმდივანმა არენკილდე ჰანსენმა: [არენკილდე ჰანსენის ხმა] "დღეს დილით ევროკომისიამ დაამტკიცა აკრძალვა ფრინველის ხორცისა და ბუმბულის შემოტანაზე არა მარტო ციმბირიდან, არამედ რუსეთის მთელი ტერიტორიიდან, გარდა კალინინგრადისა, მურმანსკისა და სანკტ-პეტერბურგისა." გუშინ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ტვერის ოლქის სოფელ იანდოვკაში აღმოჩენილ იქნა "ფრინველის გრიპის" ვირუსი. სოფელში შინაურ ფრინველს ხოცავენ. შემოღებულ იქნა კარანტინი. რუსეთის გარდა, "ფრინველის გრიპის" შემთხვევები აღირიცხა რუმინეთში, თურქეთსა და ჩინეთში; შესაძლოა, საბერძნეთშიც. ტაილანდში "ფრინველის გრიპით" ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რაც სულ მეცამეტე შემთხვევაა ამ ქვეყანაში.