Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიმფეროპოლის სასამართლომ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა


სიმფეროპოლის სასამართლომ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა აზერბაიჯანის ოპოზიციური

სიმფეროპოლის სასამართლომ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა აზერბაიჯანის ოპოზიციური
“დემოკრატიული პარტიის” ლიდერი რასულ გულიევი. ამის შესახებ ჩვენს რადიოს გულიევის ვექილმა ოსმან კაზიმოვმა აცნობა: [ოსმან კაზიმოვის ხმა] "ათი წუთის წინ სიმფეროპოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა: უარი ეთქვას მოთხოვნას ბატონი გულიევისთვის წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივების შესახებ და თხოვნას ექსტრადიციის შესახებ, რომელიც აზერბაიჯანის მხარემ წარმოადგინა. მოსამართლემ ეს თხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია და რასულ გულიევი გაათავისუფლა." გულიევი, რომელიც ცხრაწლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში ბრუნდებოდა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ორშაბათს სიმფეროპოლის აეროპორტში დააკავეს. რასულ გულიევს აზერბაიჯანის მთავრობა სახელმწიფო სახსრების მითვისებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანში ჩასვლისთანავე დააპატიმრებს მას.
XS
SM
MD
LG