Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში დააკავეს აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების


ბაქოში დააკავეს აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ფარჰად ალიევი.

ბაქოში დააკავეს აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ფარჰად ალიევი.
იგი ეჭვმიტანილია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობაში და ოპოზიციისთვის (კერძოდ, რასულ გულიევის დემოკრატიული პარტიისთვის) ფინანსური დახმარების გაწევაში. გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფარჰად ალიევი ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობიდან ისე გადააყენა, რომ მიზეზი არ განუმარტავს. დღეს თანამდებობიდან მოხსნეს მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი წევრი - ალი ინსანოვი, რომელიც სათავეში ედგა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს. ინსანოვი ამჟამინდელი მმართველი პარტიის "ახალი აზერბაიჯანის" ერთ-ერთი დამაარსებელია და დიდი ხნის მანძილზე მისი თავმჯდომარის, ჰეიდარ ალიევის მოადგილე იყო.
XS
SM
MD
LG