Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი


ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ დღეს განაცხადა, რომ აშშ ცდილობს მსოფლიო ბატონობა

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ დღეს განაცხადა, რომ აშშ ცდილობს მსოფლიო ბატონობა
მოიპოვოს. მანვე თქვა, რომ მისი ქვეყანა არასოდეს დაჰყვება ზეწოლას თავიი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ხამენეიმ აშშ-ის მთავრობას უწოდა მკაცრი ხაზის მომხრე, ომის მსურველი. მანვე ვაშინგტონი დაანაშაულა ერაყში შიიტებსა და სუნიტებს შორის შუღლის გაღვივებაში. ამ ბრალდებას აშშ უყენებს ირანს. ხამენიმ გააკრიტიკა მაჰმადიანი სახელმწიფოები იმისთვის, რომ აღიარებენ ისრაელს, როგორც მან თქვა, ამერიკის საამებლად.
XS
SM
MD
LG