Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა იენო


უნგრეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა იენო რაცმა განაცხადა, რომ ფრინველის გრიპის ვაქცინა ადამიანებზე

უნგრეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა იენო რაცმა განაცხადა, რომ ფრინველის გრიპის ვაქცინა ადამიანებზე
გამოსცადეს და იგი, მოქმედებს. იენო რაცის თქმით, ვაქცინა ასპროცენტიან შედეგს იძლევა ადამიანებზე. მინისტრის ინფორმაციით, რუსეთმა, ბრიტანეთმა და აშშ-მა ინტერესი გამოთქვეს ვაქცინის მიმართ. დღეს ტაილანდში პატარა ბიჭს აღმოაჩნდა ფრინველის ვირუსი. ერთი კვირის წინ მისი მამა გარდაიცვალა ამ დაავადებით.
რუსეთის სამ დასახლებულ პუნქტშია დადგენილი ფრინველის გრიპის შემთხვევა, ტულისა და კურგანის ოლქებში. ცნობის თანახმად, ეჭვქვეშაა კიდევ 23 დასახლებული პუნქტი, სხვათა შორის ნოვოსიბირსკის ოლქში.
XS
SM
MD
LG