Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ხელისუფლების წარმომადგენელმა ოფიციალურად უარყო


სირიის ხელისუფლების წარმომადგენელმა ოფიციალურად უარყო ბრალდება, რომ სირიამ გაეროსთან არ ითანამშრომლა ლიბანის ყოფილი პრემიერ მინისტრის, რაფიკ ჰარირის მკვლელობის გამოძიების საქმეში.

სირიის ხელისუფლების წარმომადგენელმა ოფიციალურად უარყო ბრალდება, რომ სირიამ გაეროსთან არ ითანამშრომლა ლიბანის ყოფილი პრემიერ მინისტრის, რაფიკ ჰარირის მკვლელობის გამოძიების საქმეში.
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, რიუად დავუდიმ, გამოძიების შედეგებს "პოლიტიზირებული" უწოდა და განაცხადა, რომ სირიამ გაეროს შესაძლოა ოფიციალური პირების დაკითხვის უფლება მისცეს. რაფიკ ჰარირი ნოემბერში მოკლეს ბეირუთში. ხუთშაბათს გამოქვეყნებული გაეროს ანგარიში ამ მკვლელობაში სირიის და ლიბანის ოფიციალური პირების მონაწილეობაზე მიუთითებს. ანგარიში აგრეთვე აღნიშნავს, რომ გამოძიების დროს გაეროსთან სირიის მთავრობა არ თანამშრომლობდა. ამავე დროს, მოკლული რაფიკ ჰარირის ვაჟმა დღეს ტელევიზიით განაცხადა, რომ ჰარირის ოჯახისთვის გაეროს შედეგები მისაღებია. მან დამნაშავეების საერთაშორისო ტრიბუნალზე გასამართლება მოითხოვა.


XS
SM
MD
LG