Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს სხვადასხვა ქვეყნის კათოლიკე სასულიერო


დღეს სხვადასხვა ქვეყნის კათოლიკე სასულიერო პირებმა ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას მოუწოდეს, ჩინელ კათოლიკეებს საშუალება მისცეს ღიად აღიარონ ვატიკანისა და პაპის ძალაუფლება.


დღეს სხვადასხვა ქვეყნის კათოლიკე სასულიერო პირებმა ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას მოუწოდეს, ჩინელ კათოლიკეებს საშუალება მისცეს ღიად აღიარონ ვატიკანისა და პაპის ძალაუფლება.
ეს მოწოდება იმ წერილში წერია, რომელიც რომის პაპმა და ვატიკანში შეკრებილმა კათოლიკე ეპისკოპოსებმა ოთხ ჩინელ კათოლიკე სასულიერო პირს გაუგზავნეს. ისინი ვატიკანში სამკვირიან შეხვედრაზე იყვნენ დაპატიჟებული, მაგრამ ჩინეთიდან გასვლაზე მათ უარი უთხრეს. პეკინი ვატიკანს ეპისკოპოსების დანიშვნის უფლებას არ აძლევს, და არც კათოლიკეებს აძლევს პაპის ოფიციალურად აღიარების საშუალებას. პეკინი კათოლიკეებს მოუწოდებს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ ეკლესიას შეუერთდნენ – რომელსაც "კათოლიკეთა პატრიოტული ასოციაცია" ეწოდება. ვატიკანის მონაცემებით, მას ჩინეთში 8 მილიონი მიმდევარი ჰყავს – მაშინ, როდესაც "კათოლიკეთა პატრიოტულ ასოციაციაში" 5 მილიონი ადამიანია გაერთიანებული.
XS
SM
MD
LG