Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში 4,8 მილიარდ დოლარად გაიყიდა


უკრაინაში 4,8 მილიარდ დოლარად გაიყიდა ამ ქვეყნის უმსხვილესი მეტალურგიული კომბინატი "კრივოროჟსტალი".

უკრაინაში 4,8 მილიარდ დოლარად გაიყიდა ამ ქვეყნის უმსხვილესი მეტალურგიული კომბინატი "კრივოროჟსტალი".

დღეს გამართულ აუქციონზე ხსენებული თანხის გადახდა ივალდებულა ბრიტანეთ-ინდოეთის კომპანიამ "მიტალ სტილმა", რომელიც მსოფლიოში ფოლადის უმსხვილეს მწარმოებლად ითვლება. "კრივოროჟსტალის" გაყიდვის ფაქტი ასე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ:
[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] "ის, რაც დღეს მოხდა, ადასტურებს, რომ უკრაინას ძალუძს პატიოსანი პრივატიზაციის განხორციელება ყველა იურიდიული პროცედურის დაცვით. უარაინის სახელმწიფომ საკუთარი არსებობა დაამტკიცა." მეტალურგიული კომბინატი "კრივოროჟსტალი" შარშან ორმა უკრაინელმა მეწარმემ შეიძინა: რინატ ახმეტოვმა და ვიქტორ პინჩუკმა (ეს უკანასკნელი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას სიძეა). ხელისუფლების სათავეში ვიქტორ იუშჩენკოს მოსვლის შემდეგ სასამართლომ უკანონოდ სცნო "კრივოროჟსტალის" პრივატიზაცია.
XS
SM
MD
LG