Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადის ცენტრში, თითქმის ერთდროულად, სამი


ბაღდადის ცენტრში, თითქმის ერთდროულად, სამი აფეთქება მოხდა.

ბაღდადის ცენტრში, თითქმის ერთდროულად, სამი აფეთქება მოხდა.
ბომბები აფეთქდა სასტუმროების "პალესტინისა" და "შერატონის" სიახლოვეს, რომლებშიც უცხოელი ჟურნალისტები ცხოვრობენ. ბაღდადის პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებებს, სულ ცოტა, 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის სასტუმროების ბინადრები არ არიან. ერაყის მთავრობის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მუვაფაკ რუბაიემ განაცხადა, რომ ეს თავდასხმა მეამბოხეთა "აშკარა ცდაა", დააშინონ უცხოელი ჟურნალისტები. დღესვე, ბაღდადში, დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად, ორი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო კიდევ სამი - დაიჭრა. დაჭრილთა შორის ორი სამოქალაქო პირიც არის. ავტომანქანას თვითმკვლელი მართავდა. ერაყის ნავთობმრეწველობის სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, მეამბოხეთა გახშირებული იერიშები და უამინდობა, პარასკევიდან მოყოლებული, მნიშვნელოვნად აფერხებს ერაყის ნავთობის ექსპორტს.
XS
SM
MD
LG