Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტი, ყურმანბეკ ბაკიევი, იმ


ყირგიზეთის პრეზიდენტი, ყურმანბეკ ბაკიევი, იმ საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა, რომლებიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაყენებას მოითხოვდნენ.

ყირგიზეთის პრეზიდენტი, ყურმანბეკ ბაკიევი, იმ საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა, რომლებიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაყენებას მოითხოვდნენ.
ბაკიევმა მათი აქციების შეწყვეტაზე დაყოლიება შესძლო. ბიშკეკში, პარლამენტის შენობის წინ, ეს აქცია ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ფელიქს ყულოვს, პარლამენტარ ტუნუჩბეკ აჰმატბაევის სიკვდილში ადანაშაულებდნენ. აჰმატბაევი გასულ კვირაში, ციხეში მომხდარ ამბოხებას შეეწირა. თავად ყულოვი დეპუტატის სიკვდილში რაიმე ფორმით მონაწილეობას უარყოფს, და ამ ბრალდებას პოლიტიკურ პროვოკაციას უწოდებს. ბაკიევის თქმით, ციხეში განვითარებული მოვლენების გამოძიება მიმდინარეობს, და ამ ეტაპზე ნაადრევია მინისტრების ქმედებების შეფასება. დღევანდელ მოლაპარაკებაზე საპროტესტო აქციის მონაწილეები ბაკიევს აქციის გამოძიების დასრულებამდე შეწყვეტას დაპირდნენ.
XS
SM
MD
LG