Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთიოპიაში, სულ ცოტა, 23 ადამიანი


ეთიოპიაში, სულ ცოტა, 23 ადამიანი დაიღუპა და 150-მდე დაიჭრა არჩევნების წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციების მეორე დღეს.

ეთიოპიაში, სულ ცოტა, 23 ადამიანი დაიღუპა და 150-მდე დაიჭრა არჩევნების წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციების მეორე დღეს.
ადის-აბებაში უშიშროების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოჰყვა გუშინდელ ძალადობას, როცა დაიღუპა 8 და დაიჭრა 40-ზე მეტი ადამიანი. შეტაკებებმა იფეთქა მას შემდეგ, რაც უშიშროების ძალებმა ორშაბათს დააპატიმრეს 30 ტაქსის მძღოლი საპროტესტო აქციაში მონაწილეობისათვის. როგორც იუწყებიან, დააპატიმრეს ოპოზიციის ხელმძღვანელობის წევრიც. ყველა ეს საპროტესტო აქცია უკავშირდება 15 მაისის საპარლამენტო არჩევნებს, რომელთა შედეგადაც მანდატების 60 პროცენტი მოიპოვა ეთიოპიის პრემიერ-მინისტრ მელეს ზენავის პარტიამ. ოპოზიცია ირწმუნება, რომ კენჭისყრამ გაყალბებით, ოპოზიციის დაშინებისა და ძალადობის პირობებში ჩაიარა.
XS
SM
MD
LG