Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყებების განცხადებით, არის


აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყებების განცხადებით, არის წინსვლა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიებაში.

აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყებების განცხადებით, არის წინსვლა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიებაში.
ამ განცხადების მიხედვით, გამომძიებლებმა მოიპოვეს სამხილები, რომ ელდარ სალაიევი - აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი - იყო გარეული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. სალაიევი გასულ კვირაში დააპატიმრეს. მისი შვილი, ელმანი, აზერბაიჯანის ოპოზიციური "დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარის მოადგილეა. სამართალდამცავების განცხადების მიხედვით, ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა ალი ინსანოვმა აღიარა, რომ აფინანსებდა "დემოკრატიული პარტიის" ლიდერის, ემიგრაციაში მყოფი რასულ ყულიევის საარჩევნო კამპანიას. ოფიციალური პირების განცხადებით, მათ ბოლო დღეების მანძილზე დააპატიმრეს 15-მდე კაცი კვირისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ შეთქმულების მოწყობაში ეჭვმიტანის საფუძველზე. მაგრამ დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, დაკავებულების რიცხვი გაცილებით უფრო მეტია. "დემოკრატიული პარტიის" ხელმძღვანელი უარყოფს კავშირს შეთქმულებაში ეჭვმიტანილებთან.
XS
SM
MD
LG