Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა, დომინიკ დე


საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა, დომინიკ დე ვილპენმა, რვა მინისტრი თავისთან დაიბარა და პარიზსა და სხვა ქალაქებში შექმნილი მღელვარების გადაწყვეტის გზებზე ესაუბრა.

საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა, დომინიკ დე ვილპენმა, რვა მინისტრი თავისთან დაიბარა და პარიზსა და სხვა ქალაქებში შექმნილი მღელვარების გადაწყვეტის გზებზე ესაუბრა.
შეხვედრის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნიკოლას სარკოსიმ განაცხადა, რომ არეულობა დამთავრდება. თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ ღარიბ უბნებში არსებულ სოციალურ პირობებს გამოსწორება სჭირდება. [სარკოსის ხმა]: ""მთავრობას ერთიანი შემართება აქვს. ძალადობა და საზოგადოებრივი ქონების განადგურება უბნებში, სადაც ხალხს ყველაზე მეტი რამ სჭირდება – ამას ჩვენ მტკიცე ხელით მოვუვლით. როგორც კი კრიზისს გადავლახავთ, და სიმშვიდეს აღვადგენთ, ისიც უნდა გაიგოს ყველამ, რომ ზოგიერთ უბანში უსამართლობის გარკვეული განცდა არსებობს. მე ამის შესახებ უკვე დიდი ხანია ვფიქრობ და ვლაპარაკობ". მინისტრების ეს შეხვედრა მღელვარების დაწყებიდან მეცხრე დღეს შედგა. პარიზის გარეუბნებში პროტესტს ძირითადად აფრიკის ქვეყნებიდან - საფრანგეთის ყოფილი კოლონიებიდან - ჩასული იმიგრანტების შვილები გამოხატავენ, რომლებიც საფრანგეთში ღარიბ ფენას მიეკუთვნებიან. არეულობა პარიზს გასცდა და სხვა ქალაქებს – მათ შორის, ლილის, ტულუზას და ნორმანდიაში რუანს მოედო. ოფიციალური მონაცემებით, წუხელ 900 მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა. დაპატიმრებულია 250 ადამიანი. ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ გარეუბანში ორი მოზარდი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, ისინი პოლიციას გაურბოდნენ.
XS
SM
MD
LG