საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
მსხვილი ქალაქების გარეუბნებს მოდებულ ძალადობასთან დაკავშირებით. უშიშროების საბჭო მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იკრიბება ხოლმე: ბოლოს შეიკრიბა 7 ივლისს ლონდონში მოწყობილი ტერაქტების შემდეგ. როგორც შირაკმა დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, კანონიერებისა და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა უმთავრესი პრიორიტეტია ძალადობის ზედიზედ ათი ღამის შემდეგ. ამასობაში კი გარეუბნებში ძალადობა გრძელდებოდა - ახალგაზრდების ბანდები თავს ესხმოდნენ პოლიციას. ბოლო ინფორმაციით, მათ 1300 ავტომანქანა დაწვეს პარიზის, ლიონის, ტულუზის და კიდევ რამდენიმე ქალაქის გარეუბნებში, რომლებშიც უმეტესწილად იმიგრანტები ცხოვრობენ ეკონომიკურად მძიმე პირობებში. წუხელ, როგორც იუწყებიან 200-მდე კაცი დააკავეს. პრემიერ-მინისტრი ფრანსუა დე ვილეპანი პოლიციელებისა და პედაგოგების წარმომადგენლებს შეხვდა, ძალადობით მოცულ გარეუბნებში სტაბილიზაციის გზებზე მოსალაპარაკებლად. ძალადობამ იფეთქა მას შემდეგ, რაც უბედურმა შემთხვევამ 27 ოქტომბერს ორი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში.