ჟენევაში, გაეროს ეგიდით ტარდება სამდღიანი კონფერენცია, რომლის მონაწილეები "ფრინველის გრიპთან"
ბრძოლის გზებზე მსჯელობენ. ჯანმრთელობის დაცვის სამასამდე სპეციალისტი დაავადების გარვცელების შეჩერების საშუალებებს განიხილავს. ფრინველის გრიპის ის ვირუსი, რომელსაც ორი წლის წინათ აზიაში 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ბოლო კვირების მანძილზე აღმოაჩინეს თურქეთში, რუმინეთსა და რუსეთში. ექსპერტები შიშობენ, რომ მუტაციის შემთხვევაში, ვირუსმა, შესაძლოა, პანდემია გამოიწვიოს. ჟენევის კონფერენციაზე ჩინეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში სხვადასხვა სახეობის ექვსი მილიონი ფრინველი დახოცეს. პეკინში დახურულია ყველა ბაზარი, სადაც ქათმითა და იხვით ვაჭრობდნენ.