Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისია შეშფოთებას


საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისია შეშფოთებას გამოთქვამს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში

საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისია შეშფოთებას გამოთქვამს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში
უსაფრთხოების ზომების შესუსტებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გახშირების გამო.
როგორც მისიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონფლიქტის ზონაში ვითარების ასეთმა განვითარებამ, შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს. დოკუმენტის თანახმად, მისია თვალყურს ადევნებს და იძიებს ასეთ ფაქტებს, მათ შორის დანიელ წურწუმიას მკვლელობის საქმეს. გავრცელებული ცნობებით, სოფელ გაგიდას მკვიდრმა, 21 წლის დანიელ წურწუმიამ, უარი განაცხადა აფხაზურ ჯარში სამსახურზე, რისთვისაც იგი 2 ნოემბერს სასტიკად სცემეს. 4 ნოემბერს წურწუმია გარდაიცვალა. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას ჯარში წურწუმიას იძულებით გაწვევისა და შემდგომ მისი მკვლელობის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით მისია დაუკავშირდა კონფლიქტის მხარეებს და შესაბამის უწყებებს მოუწოდა, ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად მას დახმარება აღმოუჩინონ.
XS
SM
MD
LG