Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო


ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბელორუსიას აფრთხილებენ,

ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბელორუსიას აფრთხილებენ,
რომ მის წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებენ, თუ გაისისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ გამოდგა. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ აღნიშნა, რომ თუ მინსკი უარს იტყვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებაზე, მის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს შორის შეიძლება აღმოჩნდეს უარი სახელმწიფო მოხელეებისთვის ვიზების გაცემაზე და დასავლეთის ბანკებში სახელმწიფო ანგარიშების გაყინვა. ევროკავშირის ხელმძღვანელობის წევრმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა ბელორუსიის მიმასართით გამოთქმულ გაფრთხილებას ასეთი კომენტარი გაუკეთა: [ბენიტა ფერერო-ვალდნერის ხმა] "ჩემი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანია, ბელორუსიის მთავრობას მივცეთ შანსი, შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები და დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები. ამავე დროს, ვფიქრობ, რომ ეს მოწოდება საკმარისად გამჭვირვალე და მკვეთრია; და ბელორუსიის ხელისუფლებამ მას ყური უნდა ათხოვოს."
XS
SM
MD
LG