ბაღდადში დღეს ესროლეს მანქანას, რომელშიც ისხდნენ პირები, რომლებიც სადამ ჰუსეინის და სხვა 7 ბრალდებულის სასამართლო
პროცესზე დამცველებს წარმოადგენენ. ერთი ვექილი მოკლეს, მეორე დაჭრეს. ერაყის მთავრობამ მკაცრად დაგმო მომხდარი. პრემიერ-მინისტრის, ჯაფაარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ერაყის ყოფილი ლიდერი და მისი მომხრეები მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რათა სასამართლოს მუშაობა შეჩერდეს. მოკლული, აბელ ზუბეიდი იცავდა ერაყის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ტაჰა ტასინ რამადანს. ის ამ პროცეში მონაწილე მეორე ვექილია, რომელიც თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
გუშინ ვექილებმა მოითხოვეს პროცესი უცხოეთში გაეგრძელებინათ. ვექილების გუნდს ადრეც ემუქრებოდნენ, ერთი მათგანი 129 ოქტორმბერს მოკლეს პროცესის დაწყებიდან მეორე დღეს. ჰუსეინის დამცველთა ჯგუფის წარმომადგენელმა ისამ ღავაზიმ განაცხადა, რომ არ შეიძლება ამ პროცესის სამართლიანობას მოველოდეთ, როცა ის უსაფრთხოების ამგვარ პირობებში მიმდინარეობს.
საქმეში სადამ ჰუსეინთან ერთად სხვა 7 პირი გადის. მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ, თუკი დამნაშავედ სცნეს. პროცესი 28 ნოემბერს განახლდება.
დღესვე ერაყში 180-მდე ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავეს.
საფრანგეთის მთავრობამ კომენდატის საათი შემოიღო არეულობის შესაჩერებლად.