Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, სამხედრო სავალდებულო


ვლადიმირ პუტინის განცხადებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ხანგრძლივობა რუსეთში 2008 წლიდან შემცირდება

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ხანგრძლივობა რუსეთში 2008 წლიდან შემცირდება
და სულ ერთს წელს შეადგენს (ამჟამად ის ორი წელი გრძელდება). როგორც პრეზიდენტმა პუტინმა შეიარაღებული ძალების სარდლობასთან შეხვედრისას აღნიშნა, ეს ცვლილება შესაძლებელი უნდა იყოს შეიარაღებული ძალების დასუსტების გარეშე. იქვე რუსმა ლიდერმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს ხარჯები სამხედრო სფეროში 50 პროცენტით იმატებს. [პუტინის ხმანს] “შეიარაღებული ძალები - ეს არის სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი, სუვერენობის გარანტი ჩვენი ქვეყნისათვის. ისინი მზად უნდა იყვნენ გლობალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რუსეთზე სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლისა და ძალისმიერი შანტაჟის ნებისმიერ მცედლობისაგან დასაცავად. საგარეო პოლიტიკის ასეთ მეთოდებს კი, სამწუხაროდ, კიდევ ვხედავთ. ამ მეთოდებით მსოფლიოში ჯერ კიდევ სარგებლობენ”. რუსეთი არ ამხელს ინფორმაციას თავდაცვის სფეროს მთელი ხარჯების მოცულობის შესახებ, მაგრამ წლევანდელი ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებული იყო 18 მილიარდი დოლარი.
XS
SM
MD
LG