Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი დაუგეგმავი ვიზიტით ესტუმრა ერაყს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი დაუგეგმავი ვიზიტით ესტუმრა ერაყს.
ბაღდადში იგი მოლაპარაკებას მართავს ერაყის პრემიერ-მინისტრთან იბრაჰიმ ჯააფარისთან, და სუნიტური თემის ლიდერებთან. ბაღდადში ჩასვლამდე რაისი ქალაქ მოსულში იმყოფებოდა, საიდანაც ერაყის მოსახლეობას მიმართა მოწოდებით, მონაწილეობა მიიღონ 15 დეკემბრისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში. ამასობაში, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა მორიგი დანაკარგი განიცადა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, გუშინ ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ბაღდადის დასავლეთით მდებარე ქალაქ ქალდიაში, მეამბოხეებთან შეტაკების დროს. დღეს ქალაქ ბაქუბაში, ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მეამბოხეებმა სამი ერაყელი პოლიციელი მოკლეს.
XS
SM
MD
LG