Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, განაცხადა


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, განაცხადა, რომ მის ქვეყანაში რევოლუცია არ მოხდება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, განაცხადა, რომ მის ქვეყანაში რევოლუცია არ მოხდება.
ალიევმა ეს თურქეთის მედიას უთხრა. დღეს კი მისი სიტყვები ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტომ, აზერტაიმ, გაავრცელა. ალიევის თქმით, არ არსებობს იმის შანსი, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში ხალხის მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად მოვიდეს – ისე, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში მოხდა. გასულ კვირა დღეს ჩატარებული არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის პარტიამ დანარჩენებზე მეტი საპარლამენტო მანდატი მოიპოვა. საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ოპოზიცია შედეგების გაუქმებას, და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG