Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიის ვიცე-პრემიერმა, მარუან მოაშერმა განაცხადა


იორდანიის ვიცე-პრემიერმა, მარუან მოაშერმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს ამანში განხორციელებული აფეთქებები

იორდანიის ვიცე-პრემიერმა, მარუან მოაშერმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს ამანში განხორციელებული აფეთქებები
აბუ მუსაბ ზარყავის ხელმძღვანელობით მოქმედმა ალ-ყაიდის დაჯგუფებამ განახორციელა. აფეთქებებს სულ ცოტა 57 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 100-ზე მეტი დაჭრილია. მარუან მოაშერმა ეს განცხადება იორდანიის დედაქალაქში გააკეთა: [მოაშერის ხმა]: "შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ თავდასხმები ალ-ყაიდამ მოახდინა. კონკრეტულად, ეს ალ-ყაიდის ის დაჯგუფება იყო, რომელსაც აბუ მუსაბ ზარყაუი ხელმძღვანელობს". ალ-ყაიდის ერაყელი ლიდერი, აბუ მუსაბ ზარყაუი, წარმოშობით იორდანიიდანაა. ვიცე-პრემიერის თქმით, სამი თვითმკვლელი მოიერიშიდან არც ერთი არ იყო იორდანიის მოქალაქე. მოაშერს თავდასხმელების მოქალაქეობა არ დაუკონკრეტებია. მოაშერმა აგრეთვე განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ დასტურდება ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი თავდასხმელი ქალი იყო. ალ-ყაიდამ ინტერნეტით გაავრცელა ცნობა, რომ აფეთქებების განხორციელებაში ცოლ-ქმარი მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG