Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ დღეს


ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ დღეს განაცხადა, რომ ბრიტანეთის ჯარებმა ერაყი მომავალი წლის ბოლოსთვის შეიძლება დატოვონ.

ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ დღეს განაცხადა, რომ ბრიტანეთის ჯარებმა ერაყი მომავალი წლის ბოლოსთვის შეიძლება დატოვონ.
მაგრამ ლონდონში ბრიტანეთის ტელევიზიით გამოსვლისას თალაბანიმ დასძინა, რომ უცხო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა ერაყისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. ბაღდადში სტუმრად მყოფმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა იგორ ივანოვმა თქვა, რომ რუსეთი დახმარებას აღმოუჩენს ერაყს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და აღმშენებლობაში. დღესვე შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე თვეში ამბოხებაში მონაწილეობის 250-მდე ეჭვმიტანილი დააკავეს ბაღდადის რაიონში. ამასობაში ერაყის სუნიტ არაბთა ძირითადმა პარტიამ შერთებული შტატებისა და ერაყის უშიშროების ძალებს ქვეყანაში ფართო მასშტაბის ოპერაციების შეწყვეტისკენ მოუწოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი ოპერაციები ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას "ჯოჯოხეთად აქცევს."
XS
SM
MD
LG