Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა დღეს ცალ-ცალკე გამართა მოლაპარაკებები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა დღეს ცალ-ცალკე გამართა მოლაპარაკებები
ისრაელის ხელმძღვანელობასთან და პალესტინელთა ავტონომიის ლიდერებთან. ახლო აღმოსავლეთში მისი სტუმრობის მიზანია, ახალი ბიძგი მისცეს გაჭიანურებულ სამშვიდობო პროცესს. იერუსალიმში კონდოლიზა რაისი შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს, მოგვიანებით კი - მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე - პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელს მაჰმუდ აბასს. [კონდოლიზა რაისის ხმა] "პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი დავარწმუნე, რომ ყოველ ღონეს ვიხმართ, რათა პალესტინელებმა სრულად ისარგებლონ ღაზის სექტორიდან ისრაელის წასვლასთან დაკავშირებული უპირატესობებით." დღესვე კონდოლიზა რაისმა მონაწილეობა მიიღო ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იცხაკ რაბინის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ცერემონიაში. რაბინი ზუსტად ათი წლის წინათ მოკლეს. რაისის გარდა, რაბინის ხსოვნას პატივი მიაგეს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, ისრაელის პრემიერმა არიელ შარონმა, მრავალმა სხვა მოქმედმა თუ ყოფილმა პოლიტიკოსმა. ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის ფარგლებში კონდოლიზა რაისი - ისრაელში ჩასვლამდე - ეწვია ერაყს, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთს. მისი ვიზიტის ბოლო გაჩერებაა იორდანია.
XS
SM
MD
LG