ქაბულში მეამბოხეებმა ორი დანაღმული ავტომანქანა ააფეთქეს,
რის შედეგადაც დაიღუპნენ ნატოს ეგიდით მოქმედი უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების სამხედრო მოსამსახურე და სამი ავღანელი. გერმანიის თავდაცვის მინისტრის პეტერ შტრუკის ცნობით, დაღუპული ჯარისკაცი გერმანელია. მინისტრის ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად დაიჭრა კიდევ ორი გერმანელი ჯარისკაცი. მსუბუქად დაჭრილთა შორის არის რადიო "თავისუფლების" ავღანური სამსახურის თანამშრომელი ჰამიდა ოსმანი, რომელიც რამდენიმე კოლეგასთან ერთად პირველი აფეთქების ადგილზე მიემგზავრებოდა. [ჰამიდა ოსმანის ხმა] "უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ავღანეთის სწრაფი რეაგირების ძალების ჯიპში ჩავსხედით. ჩვენს მახლობლად თვითმკვლელმა მოიერიშემ დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა."