Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატებისა და სამხრეთი კორეის


შეერთებული შტატებისა და სამხრეთი კორეის პრეზიდენტებმა ჯორჯ ბუშმა და ნო მუ ჰენმა ერთობლივ

შეერთებული შტატებისა და სამხრეთი კორეის პრეზიდენტებმა ჯორჯ ბუშმა და ნო მუ ჰენმა ერთობლივ
პრესკონფრენციაზე თქვეს, რომ დაუშვებელია ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის განვითარება. ორი ქვეყნის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. ფხენანი, რომელიც დათანხმდა, ეკონომიკური დახმარებისა და გარანტიების სანაცვლოდ გაყინოს თავისი ბირთვული პროგრამა, კვლავაც მოითხოვს დამატებით პირობას, მიეცეს მას მსუბუქ წყალზე მომუშავე ატომური რეაქტორი. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბუშმა თქვა: "პრობლემას მართლაც რეაქტორი წარმოადგენს. ჩვენი პოზიცია ასეთია - ჩვენ სათანადო დროის განმავლობაში განვიხილავთ ამ საკითხს. რას ნიშნავს "სათანადო დრო"? მას მერე, რაც ჩრდილო კორეა - არა სიტყვიერად, არამედ საქმით - იტყვის უარს ბირთვული იარაღის შექმნაზე და მასთან დაკაშვირებულ ყველა პროგრამაზე." ეს განცხადება ბუშმა გააკეთა სამხრეთი კორეის ქალაქ პუსანში - აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამეგობრობის სამიტის წინ.
XS
SM
MD
LG