კოფი ანანი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: [მიხეილ სააკაშვილის ხმა]: "თვალსა და ხელს შუა, მთელი მსოფლიოს დასანახად, ხდება კაცობრიობის წინაშე დანაშაული, და აფხაზეთში შედის სულ უფრო მეტი იარაღი, სულ უფრო მეტი მილიტარიზაცია ხდება ამ რეგიონის. საქართველოს სურს მშვიდობა, მაგრამ საქართველო არასოდეს არ შეურიგდება ადამიანის უფლებების ასე ფეხქვეშ გათელვას. ჩვენი რევოლუციის მთავარი გაკვეთილი არის თავისუფლება ყველა ადამიანისთვის – მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა". თავის მხრივ, კოფი ანანმა მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა საქართველოში თავის წარმომადგენელთან, ჰაიდი ტალიავინთან, და საქართველოში გაეროს საერთაშორისო განვითარების პროგრამის ოფისის ხელმძღვანელთან, ლარს კლარკთან, თანამშრომლობისთვის. საქართველოს პრეზიდენტს მან ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის განმტკიცება უსურვა.