Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც ჩანს, საქართველო რუსეთის მედიის ყურადღების ცენტრში ხვალ, “ვარდების რევოლუციის”


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც ჩანს, საქართველო რუსეთის მედიის ყურადღების ცენტრში ხვალ, “ვარდების რევოლუციის” მეორე წლისთავზე, მოხვდება. ბოლო დღეებში კი რუსი ჟურნალისტები უფრო

მეტად ცხინვალის ციხიდან მაღალჩინოსანი პატიმრის გაქცევის თემით აღმოჩნდნენ დაინტრიგებულნი - სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ჯემალ ქარქუსოვის პატიმრობიდან გაქცევას არაერთი რუსული გაზეთი გამოეხმაურა.ამჯერად ერთ-ერთ პუბლიკაციას გაგაცნობთ.




ინტერნეტგამოცემა „ლენტას“ აზრით, როგორც ჩანს, ოფიციალურმა თბილისმა საბოლოოდ დაკარგა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით აჯანყებული ცხინვალის დაბრუნების იმედი. შესაბამისად, ცხინვალის ციხიდან გაქცეული ჯემალ ქარქუსოვის მფარველობა შორსმიმავალ მიზანს უნდა ემსახურებოდეს - თბილისი კოკოითის წინააღმდეგ მისივე ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის გამოყენებას შეეცდება.
გამოცემა მკითხველს თავად ქარქუსოვის მოღვაწეობას შეახსენებს. ჯემალ ქარქუსოვი წლების განმავლობაში ედუარდ კოკოითის უახლოესი თანამოაზრე იყო - ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერისა და უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი. დაპირისპირება მათ შორის მაშინ მოხდა, როცა 2004 წლის ივნისში ოსურმა მხარემ ცხინვალის მისადგომებთან საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი დააკავა - საქართველოს პირველი ქალბატონი ჰუმანიტარული მისიით ცხინვალის ახლომდებარე სოფლებში მიემგზავრებოდა. ქარქუსოვი აღაშფოთა კავკასიისთვის დამახიათებელი სტუმართმოყვარეობის წესის ფეხქვეშ გათელვამ. კარგად ინფორმირებული პირების ცნობით, ქარქუსოვსა და კოკოითს შორის კამათი მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ქარქუსოვი თანამდებობიდან გადადგა და ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია, სახელწოდებით „ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საზოგადოებრივი საბჭო“, რამაც ცხინვალის ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია. ამის მიუხედავად, მთელი წლის მანძილზე ქარქუსოვი მშვიდად ცხოვრობდა ცხინვალში, 31 მარტს კი ის იარაღის უკანონო შენახვისთვის დააპატიმრეს - როგორც ჩანს, ცხინვალის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანების ცხინვალში ყოფნა აღელვებს.
დღეს ქარქუსოვი ოფიციალური თბილისის მფარველობით სარგებლობს. შესაბამისად, „ლენტას“ აზრით, უახლოეს ხანში ცხინვალის ხელისუფლებას სერიოზული ოპოზიციის შექმნა გარანტირებული აქვს, რადგან ქარქუსოვის გავლენა კონფლიქტის ზონაში საკმაოდ დიდი ყოფილა.
XS
SM
MD
LG