Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ჩრდილო-დასავლეთი ევროპის უმეტეს ქვეყნებში


დღეს ჩრდილო-დასავლეთი ევროპის უმეტეს ქვეყნებში თოვლის შტორმი იყო.

დღეს ჩრდილო-დასავლეთი ევროპის უმეტეს ქვეყნებში თოვლის შტორმი იყო.
ცუდმა ამინდმა სერიოზულად შეაფერხა საჰაერო, სარკინიგზო და საგზაო მოძრაობა ბელგიაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში და ჰოლანდიაში. საფრანგეთში სიცივემ ორი უსახლკარო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მესამე გარდაცვლილი მანქანაში გაიყინა. იგი მანქანას საცხოვრებელ ადგილად იყენებდა. დიდთოვლობამ პარიზის დე გოლის აეროპორტში რეისების შეფერხება გამოიწვია. თოვლის გამო საფრანგეთის დასავლეთში 17 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
XS
SM
MD
LG