Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიესალმა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიესალმა ჩეჩნეთის გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებს. პუტინმა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიესალმა ჩეჩნეთის გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებს. პუტინმა
კაბინეტის წევრებს უთხრა, რომ ამ არჩევნებით სრულდება ჩეჩნეთში საკონსტიტუციო წყობის აღდგენის სამართლებრივი პროცესი. ოფიციალური მონაცემებით არჩევნებში ხმის უფლების მქონეთა 66 პროცენტი მონაწილეობდა. ამავე ცნობით, წინ არის კრემლის მომხრე “ერთიანი რუსეთის” პარტია, “ედინაია როსია”. ევროპის საბჭოს მეთვალყურეებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ არჩევნები თავისუფალი ან დემოკრატიული იყო. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ალუ ალხანოვმა თქვა, რომ საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან მას საჩივარი არ გაუგონია.
(ალხანოვის ხმა)
“არ ყოფილა სერიოზული შენიშვნა, ან სერიოზული კრიტიკა, ასამბლეის წევრებისგან გუშინდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია”.
ჩეჩნეთის სეპარატისტულმა ძალებმა ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს, მათი თქმით, ეს ჩეჩნეთში კრემლის პოლიტიკის გასაძლიერებლად ჩატარდა. ჩეჩნეთში გასულ 6 წელიწადში სავარაუდოდ 100 ათასი ადამიანი დაიხოცა.
XS
SM
MD
LG