Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ბრიუსელში შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ბრიუსელში შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს
და ევროკომისარ ბენიტა ფერერო-ვალდნერს. ფერერო-ვალდნერმა, რომლის პოზიციასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის საქმეში, აღნიშნა, რომ მიესალმება ევროსტრუქტურებში გაწევრიანებისაკენ საქართველოს მისწრაფებას. დღესვე თბილისში დასრულად პირველი რაუნდი საქართველოს საგარეო უწყების და ევროკავშირის წარმომადგენლების მოლაპარაკებისა, რომელიც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას ეხება. მხარეებმა განიხილეს სამეზობლო ინიციატივა: ამ ინიციატივის მიზანია ევროკავშირის დაახლოება მის მეზობელ სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან.
XS
SM
MD
LG