Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, გადაწყვიტა


უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, გადაწყვიტა, ერაყიდან უმეტესი სამხედრო ძალის გამოყვანის შემდეგ იქ 50კაციანი რაზმი დატოვოს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, გადაწყვიტა, ერაყიდან უმეტესი სამხედრო ძალის გამოყვანის შემდეგ იქ 50კაციანი რაზმი დატოვოს.
უკრაინულ მედიაში დღეს პრეზიდენტის ბრძანებულება გამოქვეყნდა, სადაც ამის მიზეზად შემდეგია მოყვანილი – "იმიტომ, რომ უკრაინას, როგორც გაეროს წევრ ქვეყანას, გარკვეული მოვალეობები გააჩნია; და იმიტომ, რომ ერაყთან გრძელვადიანი თანამშრომლობა უკრაინის ინტერესებში შედის". ბაღდადიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 120 კილომეტრის დაშორებით უკრაინის ათას ექვსასი სამხედრო მსახურობს. უკრაინამ ერაყიდან ჯარის გაყვანა 30 დეკემბრისთვის უნდა დაასრულოს.
XS
SM
MD
LG