Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთში გამოთქვამენ შეშფოთებას ბელორუსიის გამო


დასავლეთში გამოთქვამენ შეშფოთებას ბელორუსიის გამო მას შემდეგ, რაც ბელორუსიის ეროვნულმა ასამბლეამ მოიწონა კანონპროექტი,

დასავლეთში გამოთქვამენ შეშფოთებას ბელორუსიის გამო მას შემდეგ, რაც ბელორუსიის ეროვნულმა ასამბლეამ მოიწონა კანონპროექტი,
რომლის მიზანიცაა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისთვის ხელის შეშლა. ეროვნული ასამბლეა პარლამენტის ქვედა პალატაა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პერს-მდივანმა დღეს აღნიშნა, რომ კანონპროექტის საბოლოო დამტკიცებას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს ბელორუსიის ხელისუფალთათვის. დღეს ბელორუსიის გამო “სერიოზული შეშფოთება” გამოთქვა ეუთომ. ამ ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი კანონის შედეგად დაირღვევა ეუთოს მრავალი პრინციპი, რომლის შესრულებაც ბელორუსიას ნაკისრი აქვს. მაგრამ ბელორუსიის უშიშროების უწყების განმარტებით, ახალი კანონი აუცილებელია მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რათა ბელორუსიაში არ გამეორდეს საპროტესტო გამოსვლები, ზოგ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, მათ შორის საქართველოში რომ მოეწყო. ახლა კანონპროექტი ბელორუსიის პარლამენტის ზედა პალატამ უნდა განიხილოს.
XS
SM
MD
LG