Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში დღეს თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი


ბაღდადში დღეს თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი ავტობუსში აიფეთქა. აფეთქებამ სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბევრი დაჭრილია.

ბაღდადში დღეს თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი ავტობუსში აიფეთქა. აფეთქებამ სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბევრი დაჭრილია.

ავტობუსი ბაღდადის სადგურიდან შიიტურ ქალაქ ნასირიაში მიდიოდა. პარალელურად, ერაყის ისლამურმა არმიამ ინტერნეტით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ უკვე მოკლეს მძევლად აყვანილი ამერიკის მოქალაქე. ეს ცნობა სხვა წყაროთი არ არის დამოწმებული. სამშაბათს ტელევიზიით გავრცელებულ მიმართვაში, ამ ჯგუფმა განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები ყველა ერაყელ პატიმარს არ გაათავისუფლებდა, მძევალს 48 საათში მოკლავდნენ. ერაყიდან კიდევ ერთი ინფორმაცია მოვიდა – პირებმა, რომლებსაც 4 დასავლელი მძევალი ჰყავთ აყვანილი, მათი დახოცვის ვადა კიდევ 48 საათით გაზარდეს. პირობას ერაყელი დაპატიმრებულების გათავისუფლება წარმოადგენს.
ლონდონში დღეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეკ სტრომ, გამტაცებლებს ერაყში ბრიტანეთის წარმომადგენლებტან დაკავშირებისკენ მოუწოდა. სტროს არ დაუზუსტებია, აპირებს თუ არა მათთან მოლაპარაკების წარმოებას – თუმცა განაცხადა, რომ სურს გაიგოს, რა აქვთ მომტაცებლებს სათქმელი.
XS
SM
MD
LG